„მინი მუზეუმი სკოლაში“ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო ღონისძიება 
12-12-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ხელმძღვანელობითა და ჩართულობით თემაზე - „მინი მუზეუმი სკოლაში“ ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებმა არა მხოლოდ მუზეუმსა და მისი ცნების შესახებ ისაუბრეს, არამედ სხვადასხვა სახის მუზეუმებიც წამოადგინეს, რომელთა შორის იყო:   ცნობილი ადამიანების, ქართული ხალხური საკრავების, ეროვნული ბანკის ფულის, პეპლების, შოკოლადებისა და სხვა სახის მუზეუმები.

მოსწავლეების მიერ შესრულებულმა და ღონისძიებაზე წარმოდგენილმა შესაბამისი თემის ექსპონანტებმა კი ღონისძიება მეტად შინაარსიანი და საინტერესო გახადა. 

აღსანიშნავია, რომ ნაესაკოვოს საჯარო სკოლა მოსწავლეების ინტერესებსა და განვითარებაზე მორგებულ აქტივობებს ხშირად მართავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203