სახალვაშოს საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ტექნოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ
12-12-2022
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა თუ პროექტებში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად სახალვაშოსა და ხალას საჯარო სკოლების მესამე კლასის მოსწავლეები ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ.
ისინი საგანმანათლებლო პროგრამაში - „გამარჯობა, დედამიწა" მონაწილეობდნენ. პროგრამას მუზეუმის სპეციალისტი - მაია გათენაძე უძღვებოდა. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ სახალვაშოსა და ხალას საჯარო სკოლების პედაგოგებს - ჟუჟუნა ქოქოლაძესა და რიმა კონცელიძეს საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის, „აჭარის მუზეუმის“ სერტიფიკატები გადაეცათ. მუზეუმთან თანამშრომლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას კი სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორს ელზა მაკარაძეს უხდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს