„ქალზე ძალადობა დანაშაულია! შეაჩერე!“ - გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კვირეულს შეუერთდნენ
12-12-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებული კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო განათლებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობითა და ჩართულობით ჩატარებული სხვადასხვა აქტივობა წარმატებით დასრულდა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქტივობების პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და თემასთან დაკავშირებული შინაარსის პოსტერები შექმნეს.  

აქტივობის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად მიღებული ცოდნის შედეგებზე ისაუბრეს და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი მეტად განავრცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203