ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში დაჩი იოსელიანს უმასპინძლეს
12-12-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საპატიო სტუმარს უმასპინძლეს. 

7 დეკემბერს, სკოლას დაჩი იოსელიანი სტუმრობდა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სოფიო გვენეტაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით: „დაჩის ზღაპრები“.

მესამეკლასელებმა სცენაზე გააცოცხლეს - „დედის ზღაპარი“, ხოლო ჩრდილების თეატრის საშუალებით მაყურებელს წარუდგინეს - „დაჩი დადგა, მიწა იძრა“. ასევე მოეწყო პრეზენტაცია, მოსწავლეთა მიერ შექმნილი წიგნისა - „ზღვის ზღაპარი“, რომელიც ღონისძიების ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203