წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლეებმა ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლელები ტექნიკის გამოფენაზე მიიწვიეს
12-12-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები და ისტ-ის პედაგოგი თამარ კაკაჩია ტექნიკის გამოფენაზე მიიწვიეს.

სკოლაში გამოფენას ხათუნა ჯალაღონია - ისტის პედაგოგი, ფიზიკის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები code.prg პროგრამით დაინტერესდნენ.შეუერთდნენ „კოდის ერთ საათს“ და kahoot-ში სახალისო ვიქტორინა გაითამაშეს.

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად, სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

„ეს თანამშრომლობა ორივე მხრისათვის სასარგებლო და სახალისო გამოდგა. წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა მზადაა შემდგომი თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203