წევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, სადღესასწაულო და საეკლესიო სანთლების წარმოება გადაწყვიტეს
12-12-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ახალი გამოწვევებისა და მიზნებისთვის ყოველთვის მზად არიან. 

ამჯერად, სკოლა ერთწლიან პროექტში - „სამეწარმეო უნარის განვითარება მოსწავლეებში“ ჩაერთო, რომლის მიზანიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში მეწარმეობის უნარის განვითარებაა.

აღნიშნულის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს კლუბი „ლამპარი“, რომლის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი ქეთევან ცერცვაძეა. მათ გადაწყვიტეს, რომ სადღესასწაულო და საეკლესიო სანთლები აწარმოონ.

პროექტის მსვლელობის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, მოსწვალეები მის მიმდინარეობაში ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და თავიანთი წარმოებული პროდუქცია წარადგინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203