ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეები თვითნასწავლ ხელოვანს ესტუმრნენ
12-12-2022

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები პროექტში - „სოფლის გამოჩენილი ადამიანები“ ჩაერთნენ. მისი ხელმძღვანელი პედაგოგოგები მანანა კაკაჩია, მარინე ფიფია და ვალერი ძაძამია არიან.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სოფელში მცხოვრებ თვითნასწავლ ხელოვანს - მხატვარს, ხეზე და ქვაზე კვეთის ოსტატს - მამუკა კაკაჩიას ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მის მიერ შექმნილი ნამუშევრები, ავეჯი დაათვალიერეს. ისინი დაინტერესდნენ იმით, თუ რომელ ხეს იყენებს მასალად, რა ხელსაწყოებით ამუშავებს, როგორ ქმნის ამა თუ იმ სურათს. აღსანიშნავია, რომ მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თვითნასწავლი მოჭიდავის გუძია კაკაჩიასა და აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ნიკოლოზ კაკაჩიას საფლავები მოინახულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203