ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა STEM მოდელის შექმნაზე იმუშავეს 
12-12-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლა STEAM Twinning-ის პროექტში შეირჩა, რის ფარგლებშიც, მოსწავლეებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ STEM მიმართულების კლუბში „ჩხირკედელა“ ვორქშოპი ჩაუტარდათ.

მოსწავლეებმა „ჩხირკედელას" ინსტრუქტორის დახმარებით, სხვადასხვა STEM მოდელის შექმნაზე იმუშავეს.  

აქტივობამ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„მადლობა მასპინძლობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორს მანანა მათეშვილსა და STEAM Twinning-ის პროექტის ხელმძღვანელს ჩვენს სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს ლია სუთიაშვილს ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203