დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის საღამო მოეწყო
12-12-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, შესაბამისად, მოსწავლეთა განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში მხატვრული კითხვის საღამო მოეწყო. მასში მე-9 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელია და მე-10 კლასის მოსწავლე ანი გაგუა მონაწილეობდნენ.
მათ საინტერესო ნაწარმოებები მხატვრულად წაიკითხეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.