ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-10დ კლასში „პროექტებით სწავლება მუსიკაში“ ფარგლებში, საჩვენებელი გაკვეთილი გაიმართა.
მოსწავლეებმა რამდენიმე საკითხიდან მეტად საინტერესო თემა აარჩიეს. ეს იყო - გასული საუკუნის 80-90-ანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა ანდერგრაუნდი დასავლური და ქართული პარალელებით.
ჯგუფის წევრებმა პროექტი ანდერგრაუნდის მუსიკის ისტორიული მიმოხილვით დაიწყეს, ისაუბრეს ქართულ ანდერგრაუნდზე და მის გავრცელება-წინაღობებზე, პირველ როკ-ჯგუფებზე მსოფლიოში და საქართველოში, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ჯგუფის ორგანიზატორი მარიამ ბოლქვაძე, წევრები კი ბაჩი კახიძე, ნიკოლოზ უშარიძე, ქეთი გათენაძე, მილენა მუთიძე, ქეთი პაქსაძე არიან.