
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი - გზა ჯანმრთელობისკენ“, რომელზეც მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ფატიმა ციმინტიას ხელმძღვანელობით იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში მეოთხეკლასელებმა თემაზე - „ჩვენ ვეცნობით ჯანსაღი ცხოვრების წესს“, პრეზენტაცია მოამზადეს.
მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეს. პედაგოგმა კი მათ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები: