ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის მასწავლებელმა საინტერესო პროექტი შესთავაზა
09-12-2022

ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია პროექტი, რომელიც ინგლისური ენაში განხორციელდა. 

პროექტის თემა გახლდათ - Let,s make some tea. პროექტი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. 

პროექტს ინგლისური ენის პედაგოგი ელზა ჯვარშეიშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტ-გაკვეთილის შესახებ თავად პედაგოგი გვიამბობს. 

„გადავწყვიტე რომ ჩამეტარებინა პროექტ-გაკვეთილი თემაზე - Let,s make some tea („მოდით მოვამზადოთ ჩაი). მოსწავლეებს გავუზიარე ჩემი აზრი. ისინი დაინტერესდნენ, დავგეგმეთ, რომ მათ გაეუმჯობესებინათ საკომუნიკაციო ინგლისური ენა, ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება და ჩავატარებდით პროექტს.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთდნენ პროექტ-გაკვეთილის მომზადებაში. დადგა სანატრელი დღე. აქტივობა მიმდინარეობდა შემდეგი თანმიმდევრობით. წინასწარ მოვამზადეთ და მაგიდაზე განვათავსეთ მაგიდის ტილო, ჩაის სერვიზი,ტკბილეულობა, ჩაი, ჩაიდანი და სხვ. დილის საუზმე გადავიტანეთ საკლასო გარემოს ავთენტურ სიტუაციაში. შედეგად მოსწავლეებმა ინგლისური ენის სიტყვათა მარაგი ყოველდღიურობაში გამოიყენეს და ახალი ცოდნა შეიძინეს“, - აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203