ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაცემა „მომავალი პროფესია“ შექმნეს
09-12-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა განთიადის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები ექიმის პროფესიას გაეცვნენ და ახალი, საინტერესო გადაცემა, სახელმწოდებით, ,,მომავალი პროფესია“  შექმნეს.  

მე-4 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - მაია ცხადაძის ხელმძღვანელობით, საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვნება შეიტანეს და  ექიმის ასისტენტის და პაციენტის როლები გადაინაწილეს. გადაცემა „ზედა განთიადი“ და მათი შემქნელები-მასწავლებელი და მოსწავლეები მომავალში მრავალი პროექტის განხორციელებას აპირებენ.

მსგავსი აქტივობები ბავშვებს მომავალი პროფესიების დაუფლებაში ეხმარება და ასევე მათ ინტერესს უღვივებს სხვადასხვა სფეროს მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203