„ერთად გავიცნოთ საქართველო“​ - კოხტის საჯარო სკოლის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა
09-12-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტისა და ოზნის საჯარო სკოლების სპონსორობითა და ორგანიზებით, 4 დეკემბერს,  რაიონის მასშტაბით, ღონისძიება- „ერთად გავიცნოთ საქართველო“ ჩატარდა.

ღონისძიება განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამების - „ასწავლე საქართველოსთვის“ და „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ თანადგომით. ასევე ღონისძიების მხარდამჭერი იყო ადგილობრივი რესურსცენტრი და თვითმმართველობა.

ღონისძიების მიზანი იყო  სოფელ კოხტასა (დირექტორი – ნადიმ ხოზრევანიძე) და სოფელ ოზნის (დირექტორი – რუბენ ჰანესიან) საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობა და დამეგობრება . 16 სკოლიდან 4 სკოლა სომხურენოვანი იყო, 12 სკოლა კი, ქართული.

„სკოლებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, სცენაზე გაცოცხლდა აჭარის, სვანეთის, სამეგრელოს, გურიის, თრიალეთის, აფხაზეთის, რაჭის, ტაო კლარჯეთის, მთიულეთის, ხევსურეთის, კახეთის ისტორია, ტრადიციები, კულტურა, სამზარეულო,ფოლკლორი და ქორეოგრაფია“, - აღნიშნავს კოხტის საჯარო სკოლის წარმომადგენელი.

მონაწილე სკოლები დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციაში:

გამარჯვებული გუნდი, კუთხის გაფორმება, კუთხის წარდგენა, ცეკვა, ლექსი და სიმღერა.

ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ.

მოსწავლეებს მონაწილეობისთვის გადაეცა საჩუქრები და სიგელები, ხოლო ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცა საქართველოს ისტორიის წიგნები.

გამარჯვებული სკოლა გახდა კოხტის საჯარო სკოლა.

როგორც სკოლის დირექცია აღნიშნავს - „ეს მხოლოდ დასაწყისია! წინ ბევრი წარმატება გველოდება“

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203