„მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში“ - დიდი არაქალის საჯარო სკოლაში გეოგრაფიული ვიქტორინა გაიმართა
09-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა, როგორც ცოდნის, ისე ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ კონკურსებს სთავაზობენ. 

მათ შორის, სკოლის მე- 8 კლასში ჩატარდა ვიქტორინა გეოგრაფიის გაკვეთილზე თემაზე - „მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში“, რომელსაც გეოგრაფიის მასწავლებელი არმინე გომციანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები კონკურსში დიდი ინტერესით და სიამოვნებით ჩაერთნენ. მათ უპასუხეს მასწავლებლის  შეკითხვებს, იმუშავეს კონტურულ რუკაზე. მერვეკლასელებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები.

გაკვეთილი-ვიქტორინა ძალიან შთამბეჭდავად წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203