„გამოიყენე მათემატიკა და იპოვე პრიზი“​ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი ჩატარდა
09-12-2022

მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური/ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებისთვის ხშირად ტარდება შეჯიბრებები. ამჯერად, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მათემატიკურ კონკურსში ჩაერთვნენ.

სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა, თემაზე - „გამოიყენე მათემატიკა და იპოვე პრიზი“, რომლის ორგანიზატორიც იყო მათემატიკის მასწავლებელი - გულნაზ ლექვინაძე.

მოსწავლეებს თემის „სამკუთხედში ჩახაზული და სამკუთხედზე ჩემოხაზული წრეწირების“ შესწავლის შემდეგ ამოცანების ამოხსნა დაევალათ.

 აღსანისნავია, რომ დავალება სამივე კლასის მოსწავლეებმა სწორად შეასრულეს და ბოლოს, ტკბილეულიც დაიმსახურეს.

მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის და გამარჯვების სურვილის გაღვივებაში მსგავსი კონკურსების ჩატარება დიდ როლს ასრულებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203