ჩაისუბნის საჯარო სკოლასთან​ არსებულმა „ჯვარცხმის ცეროდენკლუბმა“ მუშაობა წარმატებით განაახლა
09-12-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლასთან მესამე - მეექვსე კლასების ბაზაზე არსებულმა ,,ჯვარცხმის ცეროდენკლუბმა“ მუშაობა განაახლა. სამუშაო პროცეს კლუბის კურატორი, დაწყებითი კლასის პედაგოგი მაია სირაძე ხლმძღვანელობს.

კლუბის პირველი, მეორე და მესამე შეხვედრა წარიმართა სასკოლო პროექტის „მოვაგვაროთ კონფლიქტი ჩანასახშივე“ ფარგლებში. კლუბის წევრებმა დაამზადეს პოსტერები  თემაზე - „მოვაგვაროთ კომფლიქტი ჩანასახშივე“ და „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ძლიერ ადამიანს შეუძლია“.

აღნიშნული აქტივობით და პოსტერების გავრცელებით, მონაწილეებმა ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას სკოლის თემში. არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი და მსჯელობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პრობლემის მოგვარებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203