ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
09-12-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლებიც ესწრებოდნენ. ბავშვებმა ჩურჩხელები თათარაში ამოავლეს და ლექსებიც წაიკითხეს. ჩურჩხელების დამზადების პროცესში მონაწილეობა თითოეულმა მოსწავლემ მიიღო. ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით საგაკვეთილო პროცესი გაახალისეს და დრო ხალისიანად გაატარეს. კლასში საზეიმო განყობა შეიქმნა. ბოლოს კი სამსახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და მოსწავლეების ჩართულობა მნიშვნელოვანია მოსწავლეების განვითარებისთვის და ერთმანეთთან დამეგობრებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203