„სასწრაფო დახმარების დაფა“ კუჭატნის საჯარო სკოლაში - პედაგოგმა სადამრიგებლო საათი სასკოლო ნივთებს მიუძღვნა
09-12-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის, კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, იღებენ საფუძვლიან განათლებას; თვის მხრივ კი, ბავშვებთან აქტიურად მუშაობენ კლასის დამრიგებლები, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა მიმართულებით გააფართოვონ მოზარდების თვალსაწიერი.

კუჭატნის საჯარო სკოლის პედაგოგები ნაყოფიერად იყენებენ სადამრიგებლო საათს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებენ.

ახლახან, X-XII კლასების ხელმძღვანელმა, დიანა მიქაუტიძემ ჩაატარა სადამრიგებლო საათი თემაზე „სასკოლო ნივთები“ და როგორც თავად აცხადებს, ამ სახალისო აქტივობის ჩატარებას გარკვეული მიზანი ჰქონდა:

„მოგეხსენებათ, კალმის პრობლემა ყოველთვის აქტიურია საგაკვეთილო პროცესის დრო, ამიტომ შევიძინე კალმები, რომლებიც ჩავაწყვე ყუთში; მათ გამოიყენებენ მოსწავლეები და კვლავ უკან დააბრუნებენ. 

ვინაიდან რამდენიმე კლასის დამრიგებელი ვარ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყუთი დაგვემაგრებინა კედელზე, ჩვენს კლასთან ახლოს... მოხარული ვარ, რომ გამოგვივიდა საინტერესო და სახალისო აქტივობა“, - აღნიშნა დიანა მიქაუტიძემ.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი წარწერით: სასწრაფო დახმარების დაფა - აიღე, გამოიყენე და დააბრუნე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203