ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადრება ექცევა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრებების წესის პოპულარიზაციას. აღნიშნული მიზნით კი არაერთი სპორტული აქტივობა იმართება.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად სპორტული აქტივობა გაიმართა საბაზო საფეხურის მოსწალეებს შორის.
„საბაზო საფეხურზე ჩატარდა სასკოლო კურიკულუმით გათვალისწინებული შიდასასკოლო ფესტივალი მინი-ფეხბურთში. რომელშიც მონაწილეობა მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და მონდომებით მიიღეს. აქტივობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგების ფაცო კოხოძისა და ავთანდილ ნარიაშვილის ხელმძღვანელობიტა და ორგანიზებით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: