ბოგვის საჯარო სკოლაში „გადმფრენ ფრინველებს“ დააკვირდნენ - კლასგარეშე აქტივობა ბუნებისმეტყველების პედაგოგის ხელმძღვანელობით ჩატარდა
09-12-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ბოგვის საჯარო სკოლაში სწვლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები, პედაგოგებთან ერთად მუშაობენ კომპლექსურ დავალებებზე და კლასგარეშე აქტივობებიც ძალიან მოსწონთ

ამის დასტურია ერთ-ერთი კლასგარეშე აქტივობა, რომელიც ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ეკატერინე სომხიშვილის ხელმძღვანელობით, მეოთხე კლასში ჩატარდა სახელწოდებით - „გადამფრენი ფრინველები“.

„მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და მოამზადეს  საინტერესო პრეზენტაციები გადამფრენ ფრინველებზე, ხოლო შემდეგ ფრინველებს დაუმზადეს სახლები და სკოლის ეზოში ხეებზე მიამაგრეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უნდა ითქვას, რომ აქტივობა შემეცნებითი და ინფორმაციული გახლდათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203