დანდალოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
09-12-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალისტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

მათ შორის, 6 დეკემბერს, დანდალოს საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.

წარმოდგენილი იყო სკოლის ხუთი გუნდი, რომელთაგანაც პირველობა მეათე კლასის გუნდმა „არწივები“(კაპიტანი ნ. მამუჭაძე) მოიპოვა. 

ინტელექტუალური თამაში ლევან ალიშანიძის ორგანიზებით ჩატარდა. 

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის. გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203