გორის N3 საჯარო სკოლის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადაში დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა
09-12-2022

გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ მრავალი მიმართულებით ვითარდებიან; აქვე აღსანიშნავია, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სპორტულ ღონისძიებებში.

ამის დასტურია გორის N3 საჯარო სკოლასთან არსებული ფრენბურთის გოგონათა გუნდი, რომელმაც საკუთარი წარმატებული ასპარეზობით არაერთხელ ასახელა მშობლიური სკოლა, ახლახან კი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში - 2022-2023, პირველი ადგილიც დაიმსახურა.

სპორტის პედაგოგი კი გახლავთ ალექსი ჯიოშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203