ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიაში ჩაერთნენ
09-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ, აქტივიზმის 16-დრიან კამპანიას შუერთდა, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ხორციელდება.
მოხალისეთა საერთაშორისო დღეს, გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ხულოს მერიის ქალთა ოთახი „ახალგაზრდა მოხალისეები“. შეხვედრა ჩატარდა იმ მიზნით რომ აემაღლებინათ საზოგადოების ცნობიერება აღნიშნულ საკითხზე, გააცნეს აღნიშნული საერთაშორისო კამპანიის მიზანი და ისაუბრეს საზოგადოების როლზე, გენდერული ძალადობის დასრულებისთვის.
ძირკვაძეების საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები - ნინო და თათია თავართქილაძეები არიან ქალთა ოთახის მოხალისეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ აქტივობაში, რის გამოც მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს