ინგირის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა ხშირად ტარდება
18-04-2018
ინგირის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა ხშირად ტარდება, მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ კონკურსებშიც. სკოლაში დედაენის კვირეული ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მიერ ორგანიზებული კონკურსებში („ჭკუის კოლოფი'' და ,,ჩვენ ვკითხულობთ გიორგი შატბერაშვილს'') აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები. ასევე მოსწავლეები კოლექტიურად ესწრებოდნენ ფილმს - ,,ექვთიმე ღვთის კაცი''.
ინგირის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის ნინო ჭკადუას ნამუშევრების გამოფენა (ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა) მოეწყო, ასევე დიკა სალაყაიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - ,,რა დროც არ გავიდეს, რა დღეც არ დამიდგეს, შენ სულ დამჭირდები დედი'' (პედაგოგი ნანა ჭანტურია) გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“