ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
09-12-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასმა, ინგლისურ ენაში თემაზე –  My favourite fairy tale (ჩემი საყვარელი ზღაპარი), კომპლექსური დავალება წარმოადგინა.

მოცემულ დავალებებზე  მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს. მათ შექმნეს თემატური პლაკატები და წარადგინეს კლასის წინაშე.  კლასი 3 ჯგუფად დაიყო და თითო ჯგუფმა ისაუბრა მათთვის რჩეულ ზღაპრებსა და პერსონაჟებზე.

შერჩეული სამი თემა გახლდათ: 

  • Little Red Riding Hood.(წითელქუდა);
  • Snow white and the seven dwarfs. (ფიფქია და 7 ჯუჯა);
  • Mary had a little lamb.(მერის ჰყავდა პატარა ბატკანი).
გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ და სახალისოთ წარიმართა, რამაც მოსწავლეების მობილიზაცია და მაქსიმალური ჩართულობა გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203