ინგლისური ენის სასკოლო კლუბმა - Student's Vision გეგელიძეებისა და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა
09-12-2022

ქედის მუნიციპალიტეტის, გეგელიძეებისა და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის სასკოლო კლუბმა - Student's Vision განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი - Visiting Educational Corners in Tbilisi.

როგორც სასკოლო კლუბის ხელმძღვანელი და ინგლისური ენის მასწავლებელი ოქრო დავითაძე აღნიშნავს, პროექტი გულისხმობდა საგანმანათლებლო კუთხეების ნახვას თბილისში, მიზანი კი არის აამაღლოს მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა სასწავლო პროცესში.

მისი თქმით, მონაწილე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ეს იყო დიდი გამოცდილების, წარმატებისა და თავგადასავლების ორი დღე. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო სკოლებს შორის პროფესიული და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტები:

  •  ამერიკის საელჩო - სემინარი ამერიკული განათლების, ისტორიისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
  •  ამერიკული საბჭოები - საუბარი FLEX პროგრამის შესახებ;
  •  ფიზიკის მუზეუმი - ფიზიკის გამოყენება პრაქტიკაში მოსწავლეების ჩართულობით;
  •  ჯავახიშვილის უნივერსიტეტი - სემინარი ბუნებაში არსებული მინერალების შესახებ გეოლოგიურ მუზეუმში;

„მიხარია, რომ სასკოლო კლუბი Student's Vision აძლევს მოსწავლეებს (არამარტო ადგილობრივ მოსწავლეებს) შესაძლებლობებს, რომლებიც დიდ როლს შეასრულებს მათ სამომავლო კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში“,- აღნიშნავს ოქრო დავითაძე.

აღნიშნული კლუბი ფუნქციონირებს გეგელიძეების საჯარო სკოლაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასკოლო კლუბური ცხოვრების განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203