ვაქირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
09-12-2022
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გააცილეს შემოდგომა ღონისძიებით. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სახალისო და საინტერესო ნომრები წარმოადგინეს, რითიც ღონისძიებამ კიდევ უფრო შემოქმედებითი ხასიათი მიიღო.
მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, საზეიმოდ მორთეს საკლასო ოთახი შემოდგომის თემასთან დაკავშირებული დეკორაციებით. შეასრულეს სხვადასხვა სახის აქტივობები, წარმოადგინეს ცეკვები, რითიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს ღონისძიება.
მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, კარგი განწყობა განაპირობებს მათ გააქტიურებას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე შემეცნებით და სახალისო აქტივობებში.
ვაქირის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პედაგოგს და მოსწავლეებს ასეთი შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს