ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო გამოსვლის კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდნენ 
09-12-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები  აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, ამჯერად, ისინი საჯარო გამოსვლის ტექნიკას დაეუფლნენ. საკუთარი უნარები გამოავლინეს და გამარჯვებულთა შორისაც მოხვდნენ.

გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში საჯარო გამოსვლების კონკურსის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა გაიმართა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა ათი საუკეთესო მომხსენებელი. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარები გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში დასახელდა ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - ბარბარე შავლიაშვილი. ასევე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარდგნენ, მე-10 კლასის მოსწავლე- ნინო გეთიაშვილი და მე-11 კლასის მოსწავლეები: ანა ტურაშვილი და ელენა ლაზაშვილი. ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ და პროექტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადასცეს.

აღსანისნავია, რომ პროექტი „საჯაროდ გამოსვლების კონკურსი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა. 

სკოლა თავის მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203