ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო და სახალისო გაკვეთილი
09-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველ კლასში, მშობლიური ენის მასწავლებელმა ისკუი ეღუნიანმა ჯგუფური სამუშაო ჩაატარა. გაკვეთილის მიზანი იყო, მასალის ამომწურავად დამუშავება და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართულობა.

გაკვეთილის თემა ასო „მ“ გახლდათ. მოსწავლეებმა შექმნეს სიტყვები მარცვლებისგან, ვიზუალური ეფექტისთვის პეპლის ფურცლებზე გააკრეს უკვე ნასწავლი ასოები. მოსწავლეები მოცემულ დავალებებს ჯგუფურად ასრულებდნენ, რამაც კიდევ უფრო სახალისო გახადა საგაკვეთილო პროცესი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. აღნიშნულმა აქტივობებმა მეტი მოტივაცია მისცა მოსწავლეებს, რომ წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203