
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
მასში II, III, IV, V, VI კლასის მოსწავლეები პედაგოგების - მედეა ბიძინაშვილის, ალიდა მამედალიზადეს, თეონა გურგენიძის, საიალ მამედალიზადესა და რუბაბა ისმაილოვას ხელმძღვანელბით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
დაწყებითი კლასების ოთახები თემატურად იყო გაფორმებული. წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი, ღონისძიებაზე დუღდა თათარა, მოსწავლეები თავიანთი ხელით ავლებდნენ ჩურჩხელებს და აგემოვნებდნენ. თითოეულ კლასს მომზადებული ჰქონდა საშემოდგომო ლექსები და სიმღერები.
ღონისძებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მიიღწა ყველა დასახული მიზანი - მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ ბარაქიან შემოდგომასა და მის მნიშვნელობაზე, განუვითარდათ ლაპარაკისა და მოსმენის უნარ-ჩვევები და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ.
აქტივობისას გამოყენებული რესურსები იყო - საშემოდგომო ნობათი, ხილისა და ბოსტნეულის ჩარჩო, მოსწავლის მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა.
იხილეთ ფოტოები: