თამარისის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ტოლერანტობა“ განხორციელდა
09-12-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რასაც პირნათლად ასრულებს. 

სკოლაში, პედაგოგ მანანა ხუციშვილის ხელმძღვანელობით პროექტი - „ტოლერანტობა“ განხორციელდა და  ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ტრადიციული კერძებით გამასპინძლების შემდეგ, მოსწავლეებმა სტუმრებს სხვადასხვა ნომრები და ეთნიკური უმცირესობების კულტურა და ტრადიციები წარმოაჩინეს.

ღონისძიებამ მხიარულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203