იხტილის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები პირველადი დახმარების აღმოჩენის წესებს გაეცნენ
09-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იხტილის საჯარო სკოლაში, მე-12 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სამოქალაქო თავდაცვის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა პროექტში, ამჯერად  კი, ისინი პირველადი დახმარების გაწევის შესახებ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობნდენ, სადაც საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს. 

მოსწავლეებმა, სამოქალაქო თავდაცვის ფარგლებში,  პირველადი დახმარების შესახებ, დამოუკიდებლად წარადგინეს პრეზენტაცია და საინტერესო ინფორმაციები გაცვალეს. ღონისძიება საგანმანათლებლო შინაარსის იყო და ამავდროულად ძალიან საინტერესოც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საშუალო და საბაზისო კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებელი და  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ პირველადი დახმარების წესების ცოდნა აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის. ამიტომ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლის ასაკიდანვე იღებენ ამის შესახებ ინფორმაციას და მის მნიშვნელობას ეცნობიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203