აწყურის საჯარო სკოლაში „სოსანგეთის თასი“ გაიმართა
09-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა შეჯიბრში რთავენ. 

მათ შორის სკოლაში განახლდა 2015 წელს დაწყებული პროექტი - „სოსანგეთის თასი“ მინი ფეხბურთში, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ოლიმპიური სისტემით ჩატარდა მატჩები კლასებს შორის და გამოვლინდა გამარჯვებული.

„სოსანგეთის თასი“ მე- 11 კლასის მოსწავლეებს გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203