თელეთის საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს
09-12-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ბავშვობიდანვე ეცნობიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და სკოლის საზოგადოებასაც მისი მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან. 

მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების უკეთ გააზრებისა და  პოპულარიზაციის მიზნით, პრეზენტაცია გამართეს, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი - ი. ასლმაზიშვილი.  ბავშვები  ხალისითა და დიდი მონდომებით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, დამოუკიდებლად შექმნეს და დაარიგეს ბუკლეტები, რომლითაც სასკოლო საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების დაცვისკენ მოუწოდეს. მათ ასევე ისაუბრეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას და წარმოადგინეს პლაკატი წარწერით: „ჯანმრთელები, რომ გავიზარდოთ სწორად უნდა ვიკვებოთ“ .

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება და პრეზენტაციების წარდგენა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ბავშვობიდან ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას და უკეთ ამახსოვრდებათ მოპოვებული ინფორმაცია ისეთი აუცილებელი საკითხების შესახებ. როგორიც ჯანსაღი ცხოვრებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203