ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგმა, ეკატერინე მშვილდაძემ მოსწავლეთა ნაქარგების გამოფენა მოაწყო.
გამოფენამ სკოლის ინტერიერი საოცრად გაალამაზა.
მეორე ობჩის საჯარო სკოლაში ხშირია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. მნახველები დიდ ინტერესს გამოხატავენ მოსწავლეების ნამუშევრების მიმართ.
სკოლა დიდ მადლობას უხდის პედაგოგს გამოფენის მოწყობისთვის და მოსწავლეებს თავისი ნამუშევრების წარმოდგენისთვის.
„წარმატებები პედაგოგს და მის ოქროსხელება მოსწავლეებს!“- აღნიშნავს სკოლის დირექცია
იხილეთ ფოტოები: