ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ მუზეუმებში იმყოფებოდნენ
09-12-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები ბათუმის მუზეუმს „ბორჯღალოს“ ესტუმრნენ, სადაც დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.  

მოსწავლეები მუზეუმში გაეცნენ, აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელ საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტებს, ხალხური რეწვის დარგებს, აგრარულ მეურნეობას, ხეზეკვეტის ნიმუშებს და ყოფით ცხოვრებას, შესაბამისი ფოლკლორული სიმღერის თანხლებით. ბავშვებმა ასევე მუზეუმში წარმოდგენილი მანეკენებიც დაათვალიერეს, რომლებიც შრომით საქმნიანობაში ასაკისა და ხასიათის გათვალისწინებით იყო ნაჩვენები. ამის  შემდგომ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - „კერამიკა ტრადიციული რეწვა“. 

როგორც სკოლაში თქვეს, ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს თიხაზე, შექმნეს საკუთარი ნამუშერები, გამოავლინეს შესაძლებლობები და ხედვები. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობამ მოსწავლეების განწყობაზე დადებითად იმოქმედა და  აღფრთოვანებულები დარჩნენ. 

საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები იყვნენ ისტორიის მასწავლებელი - ნაირა ყურსუბაძე და კლასის დამრიგებელი - შორენა ბერიძე. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს და მათ ასევე ერთმანეთთან აახლოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203