„მოდი გაგვიცანით“ - აფხაზეთის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო ჯგუფური სამუშაო შეასრულეს 
09-12-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ჩატარდა ჯგუფური სამუშაო თემაზე - „მოდი გაგვიცანით“. აღნიშნულ აქტივობას, ინგლისური ენის პედაგოგი, ხატია ხარებავა ხელმძღვანელობდა.

ჯგუფური სამუშაო მიზნად ისახავდა წინარე ცოდნის განმტკიცებას, როგორც  გრამატიკული ასევე ლექსიკური მიმართულებით, ტრანსფერის უნარის განვითარებასა და მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ხელს უწყობს საკუთარი თავის გამოვლენაში, ისინი პრეზენტაციების საშუალებით აუდიტორიის წინაშე წარდგენას და ორატორულ ხელოვნებას ეჩვევიან.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ჯგუფური მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, რისთვისაც მადლობას უხდიან მასწავლებელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203