ჯვარის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
09-12-2022

მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

პროექტ „შემოდგომა 2022“-ის ფარგლებში მოსწავლეები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს შემდეგ კი დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. 

პროექტის ხელმძღვანელები, პედაგოგები ფატიმა ციმინტია და სვეტა კოკაია არიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203