„მადლობა, იმ დროული ყურადღებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ, ჩვენი სკოლის მიმართ“ - დიდივანის საჯარო სკოლა მადლობის წერილს ავრცელებს
08-12-2022

ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

დაზიანებული სახურავიდან წყალმა ჟაჟონა, როს გამოც სკოლამ მერიას მიმართა და რასაც მყისიერი რეაგირება მოყვა. სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა. 

რისთვისაც, მთელი სასაკოლო საზოგადოება, დირექტორ გიორგი რამიშვილის ხელმძღვანელობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს და მის პირველ მოადგილეს მაიკო კუტუბიძეს მადლობას უხდის.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით შარაშიძეს, მერის პირველ მოადგილეს ქალბატონ მაიკო კუტუბიძეს, წინასწარ ვულოცავთ მოახლოებულ შობა-ახალ წელს. 

ვუსურვებთ, მათ წარმატებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

მადლობა, იმ დროული ყურადღებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ, ჩვენი სკოლის მიმართ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მადლობის წერილში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203