
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ასოციაციის ერთობლივი პროექტი - „ჩაერთე რაგბიში“ მიმდინარეობს.
საქართველოს რაგბის კავშირის ლიცენზირებული ინსპექტორები - თამაზ დანელია და გიორგი კაჭარავა სკოლის სპორტის მასწავლებლებთან, გიორგი გოგოძესა და ლევან ცანავასთან ერთად ნაყოფიერად მუშაობენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, ატარებენ ღია ვარჯიშებს. პროექტით დაინტერესებულები არიან როგორც მოსწავლეები, ისე მშობლებიც. სკოლა აქტიურად დაუჭერს მხარს პროექტის მომავალში განხორციელებასაც.
იხილეთ ფოტოები: