„პოლიციის დღე“- ნინოწმინდის N3 სკოლის X, IX კლასებში საინტერესო პროექტი განხორციელდა
08-12-2022
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში აქტივობებით გაჯერებული პროექტი განხორციელდა.
პროექტი „პოლიციის დღე“ X, IX კლასებში გაიმართა. მისი მიზანი, პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების შესწავლა იყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
კლასებს შორის გაიმართა შეჯიბრი, რის შედეგად ორივე მხარე სიგელებით დააჯილდოვა.