„საუკეთესო მკითხველი“ - გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
08-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა გაიმართა. 

აქტივობაში - „საუკეთესო მკითხველი“ მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მათ მოთხრობა - „წელიწადის ოთხი დრო“ წაიკითხეს. შექმნეს წელიწადის სხვადასხვა დროის ამსახველი ნახატი, პლასტელინით გამოძერწეს საყვარელი პერსონაჟები, შეავსეს გმირის რუკა და გააკეთეს პრეზენტაცია.

საუკეთესო მკითხველებს წიგნი გადაეცათ.

„ეს აქტივობა ხელს უწყობს გამართული კითხვისა და წიგნიერების უნარ-ჩვევის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203