ირემაძეების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
08-12-2022
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ - სანახაობრივი ნომრები წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
პირველი კლასის ხელმძღვანელი მელანო ბოლქვაძეა. ის მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს