ნაგების საჯარო სკოლის პედაგოგმა, მზია ზვიადაურმა მოსწავლეებისთვის დაბადების დღის სიურპრიზით მილოცვა ტრადიციად აქცია
08-12-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასთან ერთად, მათ მოტივირებასა და განწყობაზეც ზრუნავენ. 

სკოლაში ინგლისურის მასწავლებლის მზია ზვიადსურის ინიციატივით და მოსწავლეების მონაწილეობით, უკვე მეორე დაბადების დღე აღნიშნეს. მათ იუბილარს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს. 

მოსწავლეებმა და პედაგოგმა ერთობლივად გრანდიოზიული ტორტი შექმნეს. იუბილარი გულებიან ბილიკზე გაატარეს, უმღერეს, ხელში აიტაცეს, იუბილართან ერთად სანთლები ჩააქრეს, საჩუქრები გადასცეს და დღე გაულამაზეს.

პირველი იუბილარი მეორეკლასელი მერაბ რატიანია, მეორე კი მეოთხეკლასელი ვიტალი გიგანი.

აღსანიშნავია, რომ მზია ზვიადაურმა მოსწავლეების დაბადების დღის ასეთი ფორმით აღნიშვნა ტრადიციად აქცია.

„მზია ზვიადაურის თქმით, რომელი მოსწავლეც დაბადების დღეზე მოვა სკოლაში ხელით შექმნილი ტორტით მიულოცავს. 
სიურპრიზით გაოცებული იუბილარების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები: 

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203