საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
08-12-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

ყვითელი შემოდგომა მიიწურა და ცივი ზამთის სუსხმა ფერადი დღეები ერთფეროვნებით ჩაანაცვლა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს სკოლის მოსწავლეებმა ფერადი შემოდგომა გააცილეს. სასკოლო აუდიტორიას ლექსები და სიმღერები წარუდგინეს. პატარებმა შემოდგომის ფოთლებით მორთეს საკლასო ოთახი, დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები და ასე დაულოცეს გზა ოქროსფერ სეზონს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203