ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის - მერი ხმალაძის წარმატება საგნობრივ ოლიმპიადებში
08-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლე მერი ხმალაძემ ასახელა სკოლა. მან „კინგსის“ ისტორიის, ქართულისა და ინგლისურის საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზა და საპრიზო ადგილიც დაიკავა. 

სკოლის დირექტორმა, მაკარ ისაკიძემ, ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებულ მოსწავლეს საზეიმო ვითარებაში გადასცა კუთვნილი სერტიფიკატები.

სკოლა ამაყობს მერი ხმალაძის მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203