წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კახეთსა და ძამას ხეობაში არსებული ისტორიული ძეგლები მოინახულეს
08-12-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი გაკვეთილები გაიმართა. 

ისინი ისტორიის პედაგოგ გულო გიგანის ხელმძღვანელობით, კახეთში და ძამას ხეობაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა ისტორიული ძეგლები მოინახულეს, მათ შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს და ცოდნა გაიღრმავეს. გაკვეთილების თემა - „საქართველოს ისტორიული ძეგლები“ იყო. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203