საჩინოს თემის N2 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის - „მავნე ჩვევები, სიგარეტი“ ფარგლებში, სასწავლო მოდელი შექმნეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
სკოლაში პროექტის - „მავნე ჩვევები. სიგარეტი“ ფარგლებში, სიგარეტის მოწევის შესახებ სასწავლო მოდელი შექმნეს და თვალნათლივ ნახეს, თუ რა შედეგს იწვევს სიგარეტის მოწევა.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„კვამლის ჩასუნთქვის ანალოგიურად გამოვიყენეთ ბოთლიდან წყლის დაცლის და სიცარიელეში ჰაერის შეწოვის მექანიზმი. ბოთლის თავში მოვათავსეთ ბამბის დისკი, რომლის გავლით კვამლი შედიოდა ბოთლში. ბამბაზე აისახა მავნე ნივთიერებები, რომლებიც მოწევის შედეგად შეაღწევენ ადამიანის ორგანიზმში“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: