მენჯის საჯარო სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების 16-დღიან კამპანიას შეუერთდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „მერცხლის“ წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების 16-დღიან კამპანიას შეუერთდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა - გვანცა ცხვიტავამ, თამუნა როდონაიამ, მარიამ ნაროუშვილმა, ნინი მაშავამ, თიკა მაშავამ და გიორგი ჩაჩავამ თემატური ნახატები შექმნეს. მათ ნამუშევრების საშუალებით, სათქმელი გააჟღერეს, ყოველგვარი ძალადობა დაგმეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის დირექტორი ლია თოფურიაა, რომლის უშუალო ჩართულობითაც საინტერესო აქტივობები იმართება.
იხილეთ ფოტოები: